Dictionary of protest

online multimedia project.
2019

ხან მრავალრიცხოვანი, ხან მცირე.
გადაკეტილი ქუჩებით, ზოგჯერ მხოლოდ 1 ადამიანით.
ჩუმად, ხმაურით. მსვლელობით, კონცერტით.
წვიმაში, ყინვაში, ქარში. ხან სიცხეში, ზაფხულის ცხელ დღეს.
ხან შესრულებული, ხშირად კი შეუსრულებელი მოთხოვნებით.
რევოლუციებით, დარბევებით, მსხვერპლით, მშვიდობიანად, ზოგჯერ კი შეუმჩნევლად ჩავლილი აქციები.
რა იწერება ქუჩაში?
როგორ იცვლება მოთხოვნები? რა რჩება იგივე?
რა სიტყვებით დაიწყო და სად ვართ ახლა?
რას ვითხოვდით 30 წლის წინ და რას ვითხოვთ დღეს?
აქ 100 წინადადებით დაწერილი პროტესტი შეგიძლიათ წაიკითხოთ.
ლექსიკონი ბოლო 30 წლის მანძილზე აქციებზე დაწერილი მოთხოვნების ნაკრებია. 100 ლოზუნგი, წინადადება, მოთხოვნა, რომელიც სხვადასხვა დროს, სხვადასხვა აქციაზე დაიწერა. ამ სიტყვების განმარტება, ამ სიტყვების შედეგი ჩვენი სინამდვილე, ჩვენი ყოველდღიურობაა.
ამ სიტყვებით დაწერილი ისტორია არის თქვენს წინაშე.
ქუჩაში დაწერილი ისტორია.

პროექტის სანახავად გაჰყევით ლინკს:
პროტესტის ლექსიკონი

Dictionary of protest is multimedia project in which protest slogans from last 30 years are collected. reading those slogans one can read the new history of georgia – written in the streets of Tbilisi.

Presentation of the project “Dictionary of protest” in Stamba D Block, artists’ studio.