Dismantled

Short documentary video, 2021

“Dismantled ” is a short documentary that tells the story of the people living and working in a former vinegar factory in Tbilisi.
The vinegar factory on Pheikrebi Street is an example of late Soviet modernism. Constructed in the 80s, it has never worked as a factory. Today the building is divided into two parts.
There are body shops in one of the parts. Under the sign “Can be dismantled” above the entrance workers tear apart broken second-hand cars.
Entering the yard by a vehicle is charged. The building guard, an old man, lives on the second floor in a small built-in room, in the area used as a warehouse for car parts.
Craftsmen work from morning to evening. Broken cars or car parts can as well be seen in the yard.
The work of craftsmen in body shops is hard and tiresome. The other side of the building has been converted into residential houses the most of the dwellers of which are IDPs from Abkhazia. Living conditions are extremely poor. Dust, noise, cold. The building is not built for living purposes. However, they have no other house to go to.
If one observes the walls of the building, there can be read the history of the transition from one time to another. The dilapidated building has become a symbol of a ruined country and dilapidated social welfare. The stories of the people who work and live here reflect the history of the country.
A factory converted into used cars dismantling point, people employed and living around are the ones who never appear on the screens or newspaper front pages. The state can promise nothing to them.  
Their future is uncertain and hopeless.
The film tells the story of the disintegration of the country, the people, and the cars.

“დაშლილები” არის მოკლე დოკუმენტური ფილმი, რომელიც თბილისში ყოფილი ძმრის ქარხანაში დასაქმებული და მცხოვრები ადამიანების ამბავს მოგვითხრობს.
ძმრის ქარხანა თბილისში, ფეიქრების ქუჩაზე ქარხანა 80-იან წლებში აშენდა, თუმცა, როგორც ქარხანას არც უმუშავია.
შენობა დღეს ორ ნაწილადაა გაყოფილი.
ერთ ნაწილში მანქანის სახელოსნოებია. “იშლება” აწერია შემოსასვლელში – აქ მეორად, გაფუჭებულ ავტომობილებს შლიან. იქვეა მანქანის პროფილაქტიკებიც. ეზოში მანქანით შესვლა ფასიანია, შენობის დარაჯი, ხანში შესული კაცი, ქარხნის შენობაში, მეორე სართულზე ცხოვრობს, პატარა ამოშენებულ ოთახში. შენობის ეს ნაწილი დაშლილების საწყობია.
შენობის მეორე მხარე საცხოვრებელ სახლებადაა გადაკეთებული. აქ მეტწილად აფხაზეთიდან დევნილები ცხოვრობენ. პირობები ცუდია, მტვერი, ხმაური, ცივი შენობა, რომელიც არ არის აშენებული როგორც საცხოვრებელი სახლი. სხვა სახლი მათ არ აქვთ.
თუ ამ შენობას დავაკვირდებით, მის კედლებზე ერთი დროიდან მეორეში გადასვლის ისტორიას ამოვიკითხავთ. დაშლილი შენობა დაშლილი ქვეყნის, მოშლილი სოციალური კეთილდღეობის სიმბოლოდ ქცეულა.
აქ დასაქმებული და მცხოვრები ადამიანების ამბები ქვეყნის ისტორიაა. მეორადი მანქანების დაშლის პუნქტად გადაკეთებული ქარხანა, შენობაში დასაქმებული და მცხოვრები ადამიანები, ვისაც სახელმწიფო ვერაფერს პირდება და ვისი მომავალიც გაურკვეველი და ხშირად უიმედოა.
ფილმი დაშლილებზე მოგვითხრობს: ქვეყანაზე, ადამიანებზე, მანქანებზე.